ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

„არხის დახურვა კაბელის გადაჭრა ან ომონის შევარდნა კი არ არის მხოლოდ” – ნიკა გვარამია


„არხის დახურვა კაბელის გადაჭრა ან ომონის შევარდნა კი არ არის მხოლოდ” – ნიკა გვარამია

ახსნა მარტივია: “მთავარ არხს” ფული აქვს და მის ხარჯვას აჩერებს ოქუაშვილი. გარდა იმისა, რომ ჟურნალისტები, ოპერატორები, ტექნიკური სტაფი და ყველა სხვა ხელფასს ვერ იღებს, არხი მილევად რეჟიმშია – მიუხედავად იმისა, რომ ფული აქვს, ოქუაშვილი ბლოკავს გადარიცხვებს: ტექმომსახურების ტრანსპორტირების შესყიდვების ყველა დანარჩენს ეს ყველაფერი ნელნელა ითიშება. არხს არ აყიდინებენ რეკლამას. აბა, არხის დახურვა კაბელის გადაჭრა ან ომონის შევარდნა კი არ არის მხოლოდ. მაღლა მზე იქნება და მთავარის გუნდი ისევ მოგესალმებათ ეთერიდან. ეჭვი არ მეპარება საერთოდ!” – წერს Facebook-ზე “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია. ინფორმაციისთვის, “მთავარი არხის” ცნობით, არხის თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია