პოლიტიკა
კაცი იყო ჯერ ბიზნესომბუდსმენი, დავიწყოთ იმით, რომ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, ჩამოვიდა მოსკოვიდან, შემდეგ ერთ-ერთი ადამიანის რეკომენდაციით მოხვდა მთავრობაში, დაინიშნა ბიზნესომბუდსმენად, შემდეგ გახდა ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და მთელი გუნდი და ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი სრულ ნდობას უცხადებდა ამ ადამიანს, ისევე, როგორც მთელი გუნდი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში, ჟურნალისტებს, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა