პოლიტიკა
გთავაზობთ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე თბილისში
„მოგესალმებით ჩემო თბილისელებო! მივესალმები ჩვენი სამშობლოს გულს - ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს! მივესალმები სრულიად საქართველოს! მივესალმები ჩვენი სამშობლოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ პატრიოტ ქართველებს!
უკვე საუკუნეებია, თბილისი აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის გადაკვეთის წერტილი, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ რეგიონის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრია! რაც მთავარია, თბილისი კრებს ჩვენი სამშობლოს ყველა კუთხის შვილებს და ქართული მრავალფეროვნებაც ყველაზე მეტად აქ იგრძნობა