პოლიტიკა
"ახალგაზრდა ადვოკატების" ინფორმაციით, 2023 წლის 4 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ რესტორან „ურმულის“ პირვანდელი მფლობელის, ბიზნესმენ არსენ კუტალაძის სამ კომპანიაში კუთვნილი წილების დაბრუნების საქმეზე გარდაცვლილი ბიზნესმენის უფლებამონაცვლის მარინე წამალაიძის ყველა შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რითაც საქმეს დავის საგანთან მიმართებით დაერთო ახალი მტკიცებულებები, დაკმაყოფილდა მოწმეთა გამოკითხვის მოთხოვნა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, საქმეზე მესამე პირებად იქნა ჩაბმული გარდაცვლილი ბიზნესმენის არასრულწლოვანი შვილები