ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

“ბერძნული მაფიის” წევრების მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთ ქართველს ეძებენ, დაკავებულია ორი


“ბერძნული მაფიის” წევრების მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთ ქართველს ეძებენ, დაკავებულია ორი

"ბერძნული მაფიის" გავლენიანი ლიდერების სასტიკი მკვლელობის საქმე და ქართული კვალი - საბერძნეთის პოლიციამ მასშტაბური სპეცოპერაციების შედეგად 8-კაციანი დაჯგუფება დააკავა. მათ შორის, როგორც თავიდანვე გახდა ცნობილი, ორი ქართველია - 29 და 39 წლის პირები. ცნობილი ხდება, რომ პოლიცია დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთ ქართველს ეძებს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, მკვლელობები 2022-2023 წლებში მოხდა. "ბერძნული მაფიის" ერთ-ერთი ლიდერი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს, მას ავტომატიდან 90 ტყვია ესროლეს. ერთ-ერთი მოკლული ასევე საქართველოში დაბადებული ბერძენია. ცნობილი ხდება, რომ დაჯგუფება გამოძალვით, სიგარეტისა და საწვავის კონტრაბანდით იყო დაკავებული. პოლიციამ დანაშაულში მონაწილე კიდევ სამი პირის იდენტიფიცირება შეძლო, რომლებიც მაფიოზური ჯგუფის წევრები არიან. პოლიციამ მათი ამოცნობა თითის ანაბეჭდებით შეძლო - მაგალითად, ერთ-ერთმა ქართველმა კვალი მოტოციკლზე დატოვა. წყარო: მთავარიტვ



მსგავსი სიახლეები

Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
ყველა უფლება დაცულია