ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

“წვიმის შედეგად სახლის ნაწილი ჩამოგვენგრა”- ოჯახი ქობულეთიდან დახმარებას ითხოვს


“წვიმის შედეგად სახლის ნაწილი ჩამოგვენგრა”- ოჯახი ქობულეთიდან დახმარებას ითხოვს

ქობულეთში, სოფელ წყავროკაში მცხოვრები ოჯახი დახმარებას მეორე დღეა უშედეგოდ ითხოვს. ანანიძეები ამბობენ, რომ წვიმის შედეგად სახლის ერთი ნაწილი ჩამოინგრა, რის გამოც ოჯახის წევრები ნათესავებთან არიან გახიზნულები. სოციალურად დაუცველები გვიყვებიან, რომ დახმარების მიზნით მერიაში რეკავენ, თუმცა მათ არავინ პასუხობს. “სახლის ნაწილი ჩამოინგრა, წვიმა ჩამოდის, სიცივეში ვართ და ყურადღებას არავინ გვაქცევს. ვრეკავთ და არავინ გვპასუხობს მერიაში, რა გავაკეთოთ არ ვიცით,” – თქვა ჩვენთან საუბრისას თეონა ივანაძემ. ოჯახის ინფორმაციით, ქობულეთის მერია მათ ეზოში სახლს უშენებს, თუმცა სამუშაოები რამედენიმე თვეა, რაც შეჩერებულია. მიზეზი მათთვის უცნობია. “მეორე წელია გვიშენებენ სახლს, მაგრამ მშენებლობა არ სრულდება. გვატყუებენ, დღეს მოვალთ, ხვალ მოვალთ და ასე გადის დრო. მერია არც კი კითხულობს რა ხდება ადგილზე. სახლში გვყავს მოხუცები, რომლებიც ნათესავებთან გადავიყვანეთ, გაუსაძლისია ასეთ პირობებში ცხოვრება,” – ამბობს თეონა ივანაძე. წყარო: აჭარათაიმსი



მსგავსი სიახლეები

Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
ყველა უფლება დაცულია