- მაისი 04, 2026
იზრდება პენსია და სხვადასხვა სოციალური დახმარებების ოდენობა
- ნოემბერი 18, 2022
- , საზოგადოება
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება 2021 წელთან შედარებით, გაზრდილია 640 მილიონი ლარით და 5 მილიარდ 340 მილიონ ლარს შეადგენს, მათ შორის: • პენსიები და კომპენსაციები - 3 მილიარდ 150 მილიონ ლარზე მეტი; • მიზნობრივი სოციალური ჯგუფების დახმარებები - 1 მილიარდ 150 მილიონ ლარზე მეტი; • მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა დახმარებები - 85 მილიონი ლარი; • ბავშვზე ზრუნვისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები - 70 მილიონ ლარამდე; • დასაქმების ხელშეწყობა - 80 მილიონ ლარზე მეტი; • საპენსიო სქემის თანადაფინანსება - 310 მილიონი ლარი; • მუნიციპალიტეტების სოციალური პროგრამები - 290 მილიონი ლარი. გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია: • 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსიის ზრდა 65 ლარით, რისი გათვალისწინებითაც: მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა პენსია, კანონით განსაზღვრული საპენსიო დანამატის ჩათვლით, იქნება 438 ლარი; დანარჩენი პენსიონერებისთვის - 365 ლარი; • 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 35 ლარით, რისი გათვალისწინებითაც: მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა პენსია, ზემოაღნიშნული დანამატის ჩათვლით, იქნება 354 ლარი; დანარჩენი პენსიონერებისთვის - 295 ლარი; • მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირთა დახმარება იზრდება 65 ლარით; • სხვა კატეგორიის შშმ პირთა დახმარების ზრდა 35 ლარით. გარდა ზემოაღნიშნულისა, სოციალური კუთხით აღსანიშნავია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისთვის იწყება 7 ათას ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, რისთვისაც 2023 წელს გამოყოფილია 230,0 მლნ ლარი.