- თებერვალი 23, 2023
წვიმა, თოვლი, 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა _ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
- მარტი 05, 2024
- , კულტურა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 მარტიდან 8 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. "დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა", - ნათქვამია განცხადებაში.