ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტთან თავდასხმები მოიგერიეს


უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტთან თავდასხმები მოიგერიეს

უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს ორი თავდასხმა და გაანადგურეს მტრის ჯგუფი ბახმუტთან. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე ცნობით, ლიკვიდირებულია ცხრა რუსი ოკუპანტი და დაჭრილია კიდევ ხუთი. "დღის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა დაბომბეს ჩვენი მესაზღვრეების სიმაგრეები არტილერიითა და ტანკებით”, - იუწყება უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსული თავდასხმები ასევე განხორციელდა კუპიანსკისა და ლიმანის, შესაბამისად, ხარკოვისა და დონეცკის რეგიონებში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია