ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

“ანტიციკლონს არ ექნება ხანგრძლივი სიცოცხლე” _ რას წერს მეტეოროლოგი ამინდის შესახებ


“ანტიციკლონს არ ექნება ხანგრძლივი სიცოცხლე” _ რას წერს მეტეოროლოგი ამინდის შესახებ

დღეს, ხვალ და ზეგ ანუ 25-დან 27 აპრილის ჩათვლით მაღალი წნევა და მასთან დაკავშირებული სითბო, როგორღაც შეძლებს გაავრცელოს თავისი გავლენა ჩვენს ქვეყანაზე, განსაკუთრებით დასავლეთზე, სადაც თბილი და მზიანი ეტაპია მოსალოდნელი. კონკრეტულად: მომდევნო 3 დღის განმავლობაში, სანაპირო კურორტებსა და დასავლეთ საქართველოში, მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა ხვალიდან +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს, მზის ულტრაიისფერი სხივები იქნება მაღალი ინდექსით #8 (გაირუჯეთ) აღმოსავლეთში; +20, +25 გრადუსი იქნება, მაგრამ ამ დღეებში დღის ბოლოს ზოგან მაინც ხანმოკლე წვიმა იქნება, ელჭექით თუმცა, კიდევ ერთხელ, როგორც ჩანს, ანტიციკლონს არ ექნება ხანგრძლივი სიცოცხლე: ფაქტობრივად, 28 აპრილიდან ის განიცდის შესუსტებას, რაც ისევ გრილ და არასტაბილურ პერიოდს გვპირდება. უფრო დეტალურ ინფორმაციას გრძელვადიან პროგნოზზე შემდეგ მიმოხილვებში მოგაწვდით. მეტეოროლოგი - კობა ფარტენაძე სასიამოვნო დღეს გისურვებთ... _ წერს სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია