- მარტი 02, 2026
საქართველოში ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი დაიწყო
- მარტი 03, 2026
- , პოლიტიკა
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი დახვდა. „ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა. ასევე, გაიმართება საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-15 სხდომა, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერება ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ოქმს. ამასთან, დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის შეხვედრა”, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.