ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

“ჩინეთი საპასუხო ზომებს მიიღებს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად”


“ჩინეთი საპასუხო ზომებს მიიღებს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად”

ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების მიერ გამოცხადებულ ახალ ტარიფებს და საპასუხო ზომებს მიიღებს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, - The Economic Times-ის ცნობით, ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, _ იუწყება ipn.ge. უწყებაში აცხადებენ, რომ აშშ-ის ტარიფები „არ შეესაბამება საერთაშორისო სავაჭრო წესებს და სერიოზულად აზიანებს შესაბამისი მხარეების ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს”. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ, საბაზისო 10%-იან ტარიფი გამოაცხადა. ტრამპის გადაწყვეტილებით, 34%-იანი ტარიფი დაუწესდება ჩინეთს, ევროკავშირს - 20%-იანი, ვიეტნამს - 46%-იანი, ტაივანს - 32%-იანი, იაპონიას - 24%-იანი, ინდოეთს - 26%-იანი, სამხრეთ კორეას - 25%-იანი, ტაილანდს - 36%-იანი, შვეიცარიას - 31%-იანი, ინდონეზიას - 32%-იანი, მალაიზიას - 24%-იანი, დიდ ბრიტანეთს - 10%-იანი, ისრაელს - 17%-იანი, სამხრეთ აფრიკას - 30%-იანი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია