- მარტი 02, 2026
“დაიღუპა ოთხი ადამიანი, დახურულია სკოლები და გაუქმებულია ავიარეისები” _ ძლიერი ქარბუქი აშშ-ში
- იანვარი 22, 2025
- , პოლიტიკა
აშშ-ში ძლიერი ქარბუქის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვალების მიზეზად გაყინვა სახელდება. რამდენიმე შტატში ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მედიის ინფორმაციით, უამინდობის გამო დახურულია სკოლები, მაგისტრალები, ქვეყნის მასშტაბით გაუქმებულია 2 200-ზე მეტი ფრენა, ხოლო შეფერხებებია 3 000 რეისზე, ასევე ტეხასში შეჩერებილია აეროპორტების მუშაობა.