ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

“დაკავების პროცეში სამ პატრულ-ინსპექტორს დაზიანებები მიაყენა”- რა მოხდა ბათუმში


“დაკავების პროცეში სამ პატრულ-ინსპექტორს დაზიანებები მიაყენა”- რა მოხდა ბათუმში

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. "მიმდინარე წლის 20 იანვარს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მყოფ ფსიქიკური აშლილობის მქონე მოქალაქესთან დაკავშირებით. შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, რა დროსაც ფსიქიკურად დაავადებული პირი - 1998 წელს დაბადებული გ.ნ. თანნაქონი დანით მათ მოულოდნელად თავს დაესხა. გ.ნ.-მ მის განიარაღებისა და დაკავების პროცესში სამ პატრულ-ინსპექტორს სხეულის სხვადასხვა არეში დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა. სამართალდამცველებმა გ.ნ. ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. დაშავებული პატრულ-ინსპექტორები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. სამივე მათგანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. პოლიციაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს",_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია