- მარტი 02, 2026
“ეს მერამდენე ტკივილია” _ ჩოხატაურს ვახო ექიმი აღარ ჰყავს
- იანვარი 31, 2024
- , პოლიტიკა
ჩოხატაურის "მედალფას" კლინიკის პედიატრი ვახტანგ გაჩეჩილაძე გარდაიცვალა. ვახო ექიმი მძიმე სენს ებრძოდა. მისი მდგომარეობა წუხელ განსაკუთრებით დამძიმდა, რის გამოც ჩოხატაურიდან თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი დახმარება ვერ შეძლეს. "ჩემი ოჯახის დიდი იმედი და გულშემატკივარი...ჩვენი ვახო ექიმი....ეს მერამდენე ტკივილია"; "დააკლდება ყველას ყველას გულშემატკივარი და კეთილის მსურველი.ჩვენი ყველას გულისტკივილია. ჩემს შვილებზე მოამაგე ვახო ექიმი"; "როგორ მეწყინა... ჩემი შვილები ვახო ექიმის გაზრდილია .უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი"; "გაანათლოს უფალმა, ძალიან დამწყდა გული, საოცარი ადამიანი იყო, პროფესიონსლი, თბილი ყურადღებიანი", _ წერენ სოციალურ ქსელში ჩოხატაურელები. ვახო ექიმს 3 თებერვალს თბილისში დაკრძალავენ. "გურია ნიუსი" უსამძიმრებს ოჯახს, მეგობრებს, მთელ ჩოხატაურს პროფესიონალი მკურნალის, ყველა ბავშვისთვის საყვარელი ექიმის გარდაცვალების გამო.