- მარტი 02, 2026
“გაიტანეთ ეს “კუბოები””, “მოღალატეებო”- ხმაური ოზურგეთის საკრებულოში
- მარტი 21, 2023
- , პოლიტიკა
დღეს ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაა. სხდომის დაწყებისთანავე ნაციონალმა დავით მჟავანაძემ სიტყვა ითხოვა. მან ფოტოები ასწია თეატრის წინ მდებარე მოედნის, როგორც ძველის, რომელიც დაანგრიეს და ახლის, რომელსაც ახლა აკეთებენ. _ ძალიან კარგია, რომ შესყიდვების ნაწილი მოდის იმ პროექტებზე, რომლებიც ევროკავშირისგან ფინანსდება, თუმცა გამეცით პასუხი. ეს რომ არ მოგწონდათ და ეს რომ მოგწონთ ამიტომ დაანგრიეთ? ამიტომ დააწყვეთ "კუბოები"? გაიტანეთ თეატრის მოედნიდან,_ თქვა მჟავანაძემ. მჟავანაძეს "ოცნების" წევრები გამოეხმაურნენ. _ სირცხვილია, ის მოღალატე პარტია ლაპარაკობს, რომელმაც გაყიდა სამშობლო, გაყიდა საქართველო და გიჭირთ იმის აღიარება, რაც კეთდება. მჟავანაძემ კვლავ თქვა: _ ეს სჯობია? ნაციონალმა რაინდი დუმბაძემ თქვა, რომ აქ უნდა განიხილებოდეს ყველა პროექტი, რომელიც ხორციელდება. ასეთ რეჟიმში მუშაობა არ შეიძლება. ჩვენც უნდა მოგისმინოთ და თქვენც უნდა გვისმენდეთ. დაპირისპირება და ხმაური საკრებულოს სხდომაზე გრძელდება. [simple-author-box]