ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

“ივანიშვილმა თავისი ზებრა დაგვინიშნა პრეზიდენტად” – პროტესტი ქუთაისში


“ივანიშვილმა თავისი ზებრა დაგვინიშნა პრეზიდენტად” – პროტესტი ქუთაისში

თბილისის პარალელურად საპროტესტო აქცია ტარდება ქუთაისშიც. როგორც infoimereti იუწყება, ადგილობრივები თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას უნდობლობას უცხადებენ. ლეგიტიმაციას არ ანიჭებენ ე.წ. პრეზიდენტს, რომელიც ერთპარტიულ პარლამენტში “ქართული ოცნების” ხმოსნებმა დანიშნეს. “გაგვაბრაზა დღევანდელმა ცირკმა, რომელიც მოაწყო ივანიშვილმა პარლამენტში. დაგვინიშნა თავისი ზებრა პრეზიდენტად. ამას ვაპროტესტებთ და გავაპროტესტებთ მომავალშიც იმ დიქტატურას, რომელიც მან ქვეყანაში დაამყარა”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია