- მარტი 02, 2026
“კაცური კაცი, სასწაული ადამიანი, საუკეთესო მეგობარი” _ ვახო სოროზანიშვილი გარდაიცვალა
- დეკემბერი 22, 2023
- , პოლიტიკა
დილიდან სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა ჩოხატაურში _ ყველა ჩოხატაურელისთვის ერთნაირად საყვარელი ადამიანი, სიკეთის და კაცური კაცობის სიმბოლო, ვახო სოროზანაშვილი გარდაიცვალა. ვახოს სოციალურ ქსელში მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან. "კაცური კაცი, სასწაული ადამიანი, საუკეთესო მეგობარი, ჩვენი ვახო აღარ გვყავს"; "ეს რა გავიგე, ღმერთო, ვახოს რა დაემართა. ადამიანობის ეტალონი ბიჭი, საკუთარი სისხლ-ხორცივით დამწყვიტე გული"; "თავზარდაცემული ვარ, როგორ მეწყინა. ჩემო კეთილი და მოსიყვარულე ვახო. მენანები და ძალიან მტკივნეული ხარ. ნათელი გამყოფოს უფალმა. შეხვედრამდე, მეგობარო!; "ასეთი ახალგაზრდა, სიკეთით სავსე ადამიანის დაკარგვა.... ვიზიარებ ოკახის , ახლობლების, მეგობრების უდიდეს გულისტკივილს..."; _ წერენ სოციალურ ქსელში ვახოსა და ოჯახის ახლობლები. "გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს საუკეთესო ადამიანის, ვახო სოროზანიშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მეუღლეს, თამუნა კეკელიძეს, შვილებს, ძმებს და ყველა ახლობელს.