ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

“კრიტიკულად აუცილებელია მსოფლიოსთვის” – ზელენსკი


“კრიტიკულად აუცილებელია მსოფლიოსთვის” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელება აუცილებელია. მან ამის შესახებ ისაუბრა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან ერთად. „ჩვენ დღეს შევთანხმდით, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელება 18 მარტის შემდეგ კრიტიკულად აუცილებელია მთელი მსოფლიოსთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში 140,000 ტონაზე მეტი უკრაინული მარცვლეული გაიგზავნა ევროპაში, კენიაში, ეთიოპიაში, სომალიში. ქვეყნებში, რომლებიც განიცდიან შიმშილს. ცნობისთვის, გუტერეში ოფიციალური ვიზიტით კიევში ოთხშაბათს ჩავიდა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია