ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

“ლანჩხუთი” აზერბაიჯანელით გაძლიერდა და ჩემპიონთა ლიგაზე უკრაინელებს შეხვდება


“ლანჩხუთი” აზერბაიჯანელით გაძლიერდა და ჩემპიონთა ლიგაზე უკრაინელებს შეხვდება

ქალთა საფეხბურთო კლუბი "ლანჩხუთი" ლეგიონერით გაძლიერდა - გუნდს აზერბაიჯანის ნაკრების მცველი აიშან ახმადოვა შეუერთდა. ლანჩხუთელები, რომელთაც ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩხაიძე თავკაცობს, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისა და საქართველოს ჩემპიონატის მე-2 წრისთვის ემზადებიან. "ლანჩხუთში" რამდენიმე ყოფილი ფეხბურთელი დაბრუნდა. გუნდი ჩხარტიშვილით, ბაკარანძით, ბაქრაძითა და სუხაშვილით გაძლიერდა. ლანჩხუთური კლუბი ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე უკრაინის ჩემპიონ ხარკოვის "ვორსკლას" დაუპირისპირდება, წარმატების შემთხვევაში კი ყაზახურ "შიმკენტსა" და ხორვატიის ჩემპიონ "სპლიტს" შორის საუკეთესოსს შეხვდება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია