ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

“მაგთის” თანამშრომლების პროტესტი გრძელდება- აქციაზე გურიიდანაც წავიდნენ


“მაგთის” თანამშრომლების პროტესტი გრძელდება- აქციაზე გურიიდანაც წავიდნენ

"მაგთის" გაფიცული თანამშრომლები პროტესტს აგრძელებენ. კომპანიის ინჟინერ-ტექნიკოსები დილიდანვე თბილისში, მაგთის სათაო ოფისთან სამუშაო პირობებს აპროტესტებენ და ხელფასების ზრდას ითხოვენ. გაფიცული 300-მდე თანამშრომელია. როგორც ჩვენთვის ცნობილია, თბილისში, აქციაზე ინჟინერ-ტექნიკოსები გურიიდანაც წავიდნენ. ჩვენთან საუბრის დროს ისინი ამბობენ, რომ არსებული სახელფასო ანაზღაურება covid-პანდემიის და მაღალი ინფლაციის პირობებში ძალიან დაბალია. აღსანიშნავია ისიც, რომ მეორე დღეა მაგთის ტელევიზია და ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია