- მარტი 02, 2026
“ნაცმოძრაობის” ლიდერების სტუმრობა და “ოცნების” მობილიზება ლანჩხუთში
- ივნისი 29, 2022
- , პოლიტიკა
ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ხატია დეკანოიძისა და ლევან ხაბეიშვილის ლანჩხუთში სტუმრობას „ოცნების“ სრული მობილიზება მოყვა ენმ-ის პარტიის ოფისის მიმდებარედ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც ლანჩხუთში მოქალაქეებთან შეხვედრის გამართვის მიზნით ჩამოვიდნენ, მიუხედავად სამუშაო საათებისა, ადგილზე ა(ა)იპ-ების თანამშრომლები და საკრებულოს მაღალჩინოსნები დახვდნენ. საკრებულოს მმართველი გუნდი ფაქტობრივად სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი ენმ-ის ოფისის მიმდებარედ. ადგილზე იყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც ენმ-ის ერთ-ერთ ადგილობრივ ლიდერს კახა ასკურავას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილზე პოლიციელთა სიმრავლეც იყო.