- მარტი 02, 2026
“ოცნების” პლატფორმა ევროკავშირის ელჩს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
- ნოემბერი 29, 2024
- , პოლიტიკა
"ქართული ოცნების" პლატფორმა "სინამდვილეში" ევროკავშირის ელჩს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. "ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს „საქართველო წყვეტს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს 4 წლით". #სინამდვილეში, ხელისუფლებამ ხაზგასმით განაცხადა, რომ ზედმიწევნით მიჰყვება ასოცირების შეთანხმების შესრულებას და 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმების 90% შესრულებული ექნება",_ წერია გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.