ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

“ომიკრონის ტალღა აღმოსავლეთისკენ მიიწევს” – რას აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოზე


“ომიკრონის ტალღა აღმოსავლეთისკენ მიიწევს” – რას აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოზე

კორონავირუსის შემთხვევები სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში, ბოლო კვირის განმავლობაში, გაორმაგდა _ "ევრონიუსის" ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა განაცხადა. "როგორც მოსალოდნელი იყო, ომიკრონი აღმოსავლეთისკენ მიიწევს", _ განაცხადა ჰანს კლუგემ. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ვაქცინაცია მძიმე დაავადებისა და სიკვდილის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებად რჩება. "ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ბულგარეთში, ყირგიზეთში, უკრაინასა და უზბეკეთში 60 წლის ზემოთ მოსახლობის 40%-ზე ნაკლებია ვაქცინირებული. საქართველო, ბულგარეთი და ჩრილოეთ მაკედონია იმ ქვეყნებს შორის არის, სადაც მედპერსონალის 40%-ზე ნაკლებია სულ მცირე 1 დოზით აცრილი," - განაცხადა კლუგემ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია