ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

“რო გადავწყვიტავთ, გავაჟღერებთ” – მიხეილ სააკაშვილის ახალი მკურნალი ექიმის ვინაობა დღეს გაირკვევა


“რო გადავწყვიტავთ, გავაჟღერებთ” – მიხეილ სააკაშვილის ახალი მკურნალი ექიმის ვინაობა დღეს გაირკვევა

ვინ იქნება მიხეილ სააკაშვილის ახალი მკურნალი გორის სამხედრო ჰოსპიტალში, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი - "რო გადავწყვიტავთ გავაჟღერებთ" ამბობს გორის სამხედრო ჰოსპიტალის მთავარი ექიმი მალხაზ ურთმელიძე. ურთმელიძის ინფორმაციით, ეს "სავარაუდოდ დღეს იქნება". ​მან "მთავარის" ჟურნალისტის კითხვას, ვინ მიიღო მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტორების შეშვების შეზღუდვის გადაწყვეტილება, აღარ უპასუხა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ახალი სანქცია ჰოსპიტალმა გუშინ გამოაცხადა. მესამე პრეზიდენტთან მნახველებს მხოლოდ 4-დან 6 საათამდე შეუშვებენ. დღე მიხეილ სააკაშვილთან შესვლას გეგმავს უკრაინის კონსული, ასევე "ემპათიას" ექსპერტები, თუმცა უცნობია, მისცემენ თუ არა მათ ამის უფლებას.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია