- მარტი 02, 2026
“საშინელება იყო, ჯერ პრადოს შეეჯახა, მერე მოპედს” _ შემზარავი ტრაგედიის დეტალები
- მაისი 30, 2024
- , პოლიტიკა
წუხელ, გვიან ღამით, თბილისში, ბალანჩინის და ბელიაშვილის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში. როგორც "გურია ნიუსს" წყარო უყვება, დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომობილი “ტოიტა პრადოს”, შემდეგ კი მოპედს დაეჯახა, რომლის შედეგად, ერთ-ერთი კომპანიის კურიერი ადგილზე დაიღუპა. "საშინელება იყო, ჯერ პრადოს შეეჯახა, მერე მოპედს. ადგილზე პოლიცია, სასწრაფო და სახაძრო ბრიგადაა იყო მობილიზებული", _ გვეუბნება წყარო. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.