ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

“ტემპერატურა მიაღწევს მაქსიმალურ ზღვარს!” _ მეტეოროლოგი მოქალაქეებს აფრთხილებს


“ტემპერატურა მიაღწევს მაქსიმალურ ზღვარს!” _ მეტეოროლოგი მოქალაქეებს აფრთხილებს

ტემპერატურის მატება გაგრძელდება! ზოგადი მდგომარეობა - მეტეოროლოგიური შეფასებების მიხედვით; ჰაერის ტემპერატურა, რომელიც სეზონურ ნორმებს აღემატება ჩვენს ქვეყანაში, მატულობს და დღეს მიაღწევს მაქსიმალურ ზღვარს; ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში სეზონურ ნორმას 3-5 გრადუსით გადააჭარბებს, ხოლო სანაპირო ზოლსა და დასავლეთის დაბლობზე 8-10 გრადუსით მაღალი იქნება. როგორც ვხედავთ ტემპერატურის მკვეთრი მომატება ძირითადად დასავლეთ საქართველოს ეხება! მოსალოდნელი ყველაზე მაღალი ტემპერატურა (C); ბათუმი, ქობულეთი: +34 +36 ოზურგეთი ჩოხატაური, ლანჩხუთი : +34 +36 სოხუმი, ფოთი, ანაკლია: +33 +35 ქუთაისი: +34 +36 ზუგდიდი: +35 +37 თბილისი: +31 +33 თელავი: +28 +30 ასევე ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს - მთიან და მაღალმთიან ზონაში. გაითვალისწინეთ - მაღალი ტემპერატურის გამო, ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, მოხუცები და ბავშვები, ფრთხილად უნდა იყოთ ღია სივრცეში მზეზე ყოფნისას 12-დან 16 საათამდე, რაც დღის ყველაზე ცხელი საათია. ასევე გეტყვით იმასაც, რომ ზაფხულის სტილის სითბოს ტალღები, რომელთაც შეუძლიათ ადვილად გადააჭარბონ 30°C-ს , განსაკუთრებით აფრიკული ანტიციკლონის მასიური წინსვლის შემთხვევაში, აპრილის ბოლოს არ არის უჩვეულო და მსგავსი სიტუაციის შექმნა არც ისე იშვიათია. მაგალითისთვის; 1957 წლის - 16 აპრილს ბათუმში +38.7 გრადუსი იყო, 1998 წლის 12 აპრილს +36.3, 1970 წელს +36,4. გისურვებთ დიდებულ და ხალისიან დღეებს. წერს სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი - კობა ფარტენაძე.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია