- მარტი 02, 2026
“თუ საჭირო იქნება კოსოვოში სამშვიდობო ძალებს გავზრდით”- სტოლტენბერგი
- აგვისტო 18, 2022
- , პოლიტიკა
ნატო გაზრდის სამშვიდობო ძალებს კოსოვოში, თუ მეზობელ სერბეთთან დაძაბულობის ესკალაცია მოხდება,_ თქვა ალიანსის ხელმძღვანელმა ოთხშაბათს, ევროკავშირის ხელშეწყობით დასავლეთ ბალკანელ მეზობლებს შორის მოლაპარაკებების წინა დღეს. „ახლა ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი მისია, სამხედრო ყოფნა კოსოვოში 4000-მდე ჯარისკაცით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. "თუ საჭირო იქნება, ჩვენ გადავიყვანთ ძალებს, განვათავსებთ იქ, სადაც საჭიროა და გავზრდით ჩვენს ყოფნას. ჩვენ უკვე გავზარდეთ ყოფნა ჩრდილოეთში. მზად ვართ მეტი გავაკეთოთ",_ განაცხადა სტოლტენბერგმა.