ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

“ზარა” რუსეთში ახალი სახელით ბრუნდება


“ზარა” რუსეთში ახალი სახელით ბრუნდება

„ზარას“ მაღაზიები რუსეთში ახალი მოდის სახელწოდებით გაიხსნება. ბრენდი ლიბანურმა კომპანიამ, Azadea-მ იყიდა. უახლოეს მომავალში მოსკოვში გაიხსნება ქსელის ოთხი მაღაზია, სხვა მაღაზიების გახსნა დამოკიდებული იქნება პირველი მაღაზიების წარმატებაზე. ეს ეხება მხოლოდ Zara-ს, რადგან Azadea-მ მხოლოდ ეს ბრენდი იყიდა. თუმცა, შესაძლოა მოგვიანებით რუსეთში Inditex-ის სხვა ბრენდებიც დაბრუნდნენ: Bershka-ს, Pull&Bear-ის, Oysho-ს შეძენას სხვა მეწარმეებიც აპირებენ. სოციალურ ქსელში ბრენდის ახალ სახელს განიხილავენ. „ზარამ“, რუსულ ბაზარზე მუშაობა, 5 მარტს უკრაინაში ომის გამო შეაჩერა. ამბობენ, რომ Inditex აპირებს რუსეთის ბაზარზე დარჩენას და გეგმავს, აქტივები გადასცეს კომპანიებს რუსეთის მეგობრული ქვეყნიდან. წყარო: beamounde



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია