- მარტი 02, 2026
Google: ირანელი ჰაკერების სამიზნე აშშ-ის არჩევნები და ისრაელი გახდა
- აგვისტო 15, 2024
- , პოლიტიკა
ირანული ჰაკერების ჯგუფი, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის რევოლუციურ გვარდიასთან, ცდილობდა გაეტეხა დაახლოებით ათეული ადამიანის ელ. ანგარიშები, რომლებიც დაკავშირებულია როგორც ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან, ასევე ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიასთან,_ განაცხადა Google-მა. Google-ის სადაზვერვო განყოფილებამ განაცხადა, რომ ჯგუფი, რომელიც ცნობილია როგორც "APT42", იყენებდა ფიშინგის ტაქტიკას, რათა მოტყუებულიყო მსხვერპლი. აშშ-ს გარდა, ჰაკერები ასევე ადევნებდნენ თვალყურს სამიზნეებს ისრაელში.