ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

IPSOS-გლობალის ეგზიტპოლების საბოლოო შედეგები


IPSOS-გლობალის ეგზიტპოლების საბოლოო შედეგები

"მთავარი არხის" დაკვეთით, Ipsos-გლობალის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების საბოლოო, 20:00 საათის შედეგების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური ჩაინიშნება. შედეგები 20:00 საათის მონაცემების მიხედვით, ასეთია: კახა კალაძე - 40,5 % ნიკა მელია - 39,9 % გიორგი გახარია - 8,9 % ანა დოლიძე - 4,1 % ანა ბიბილაშვილი - 2,5 % სხვა კანდიდატები - 4,1% თბილისის მასშტაბით პარტიული რეიტინგები კი ასეთია: ქართული ოცნება - 38,5% ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 31,9% საქართველოსთვის - 7,7 % გირჩი - მეტი თავისუფლება - 4,8 % ლელო - 3,7% ხალხისთვის - 2,3% გირჩი - 2,2% მოქალაქეები - 1,3% ევროპული საქართველო - 1,0 % სხვა პარტიები - 6,6% IPSOS-მა ეგზიტპოლი შპს "მთავარი არხის" დაკვეთით, 2 ოქტომბერს, პირდაპირი გამოკითხვის მეთოდით, თვითადმინისტრირებული კითხვარით ჩაატარა. შესაძლო ცდომილების ფარგლები. + - 3%. წყარო: mtavari.tv



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია