ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

Internet Explorer გვემშვიდობება


Internet Explorer გვემშვიდობება

ცოტა ხნის წინ კომპანია „Microsoft“-ში განაცხადეს, რომ ბრაუზერ „Internet Explorer“-ის მუშაობა „Windows 10“-ის მომხარებლებისთვის 2022 წლის 15 ივნისს შეწყდება. ამის შემდეგ ბრაუზერი მხოლოდ „Windows 10 LTSC“-ის კორპორატიულ ვერსიაში იმუშავებს. „Microsoft“-ში აცხადებენ, რომ კომპანიის სხვა ბრაუზერს - „Edge“-ს შეუძლია დაძველებული ვებგვერდებისა და აპლიკაციების ასახვა, ამიტომ „Internet Explorer“-ის შენარჩუნების აუცილებლობა აღარ არსებობს. ბრაუზერი „Internet Explorer“-ი 1995 წელს გაჩნდა, 2000-იანი წლების დასაწყისში კი ის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბრაუზერი იყო. ბაზარზე „Internet Explorer“-ის წილი „Mozilla Firefox“-ისა და „Chrome“-ის გამოჩენის შემდეგ შემცირდა. 2009 წელს „Internet Explorer“-ის წილი 60%-ს, 2012 წელს - 30%-ზე ნაკლებს, 2016 წელს კი 10%-ზე ნაკლებს შეადგენდა. ბრაუზერის ბოლო სრულყოფილი ვერსია, „Internet Explorer 11“ სისტემა „Windows 8“-სთან ერთად, 2013 წელს გამოვიდა. „Windows 10“-ში მომხმარებლებს სტანდარტულ ბრაუზერად უკვე „Microsoft Edge“ შესთავაზეს. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია