- მარტი 02, 2026
SJC: მაღაროელებს სახელფასო დავალიანება დაუყოვნებლივ უნდა აუნაზღაურდეთ
- მარტი 24, 2025
- , პოლიტიკა
სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, ჭიათურაში მაღაროელებს სახელფასო დავალიანება დაუყოვნებლივ უნდა აუნაზღაურდეთ. "კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზში'' დასაქმებული ჭიათურელი მაღაროელები 25-ე დღეა უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ და სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას ითხოვენ, ჭიათურაში შექმნილ სოციალურ კრიზისთან და მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებთან დაკავშირებით. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს: „ჯორჯიან მანგანეზს" – დაუყოვნებლივ ჩაურიცხოს დასაქმებულებს კუთვნილი შრომის ანაზღაურება, გაასაჯაროვოს ფინანსური მონაცემები და შეწყვიტოს მასობრივი გათავისუფლება. შრომის ინსპექციას – მოახდინოს რეაგირება შრომითი უფლებების დარღვევებზე. საქართველოს მთავრობას – გადადგას ქმედითი ნაბიჯები ჭიათურაში სოციალური კრიზისის მოსაგვარებლად და მშრომელთა წარმომადგენლებს მისცეს დიალოგში მონაწილეობის შესაძლებლობა",_ ნათქვამია განცხადებაში.