- მარტი 02, 2026
The Wall Street Journal: “აშშ-მ შეაჩერა უკრაინისთვის რაკეტების მიწოდება, რომლებიც პოლონეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.”
- ივლისი 03, 2025
- , პოლიტიკა
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ-მ შეაჩერა უკრაინისთვის იმ შეიარაღების მიწოდება, რომელიც უკვე პოლონეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. აღნიშნულ შეიარაღებაში შედიოდა 2 ათეული რაკეტა Patriot PAC-3, 2 ათეულზე მეტი საზენიტო კომპლექსი Stinger, რაკეტები "ჰაერი-მიწა" Hellfire და "ჰაერი-ჰაერის" ტიპის 90-ზე მეტი რაკეტა AIM, აგრეთვე, სხვა სისტემები. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ამტკიცებენ, რომ უკრიანისთვის იარაღის მიწოდება არ შეჩერებულა: "ჩვენ არ შეგვიჩერებია უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. ეს არის ერთი ასპექტი, ერთი სიტუაცია, ერთი ღონისძიება, რომელიც შეიცვალა და ჩვენ ვიმსჯელებთ, რა იქნება მომავალში. არსებობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების სხვა, ბევრი ძლიერი ვარიანტები", _ თქვა სახდეპის წარმომადგენელმა თემი ბრიუსმა.