ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მეორე მსოფლიო ომის ვეტერან გალაქტიონ ჩხიკვაძეს ესტუმრნენ


ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მეორე მსოფლიო ომის ვეტერან გალაქტიონ ჩხიკვაძეს ესტუმრნენ

ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომის ვეტერან გალაქტიონ ჩხიკვაძეს ესტუმრნენ. ვეტერანს ფაშიზმზე გამარჯვების დღე და 100 წლის იუბილე მიულოცეს. პატივი მიაგეს გარდაცვლილ გმირებს. ყვავილებით შეამკეს ჭიჭიკო ბენდელიანის ბიუსტი და პლატონ წიქარიძის საფლავი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისგან გალაქტიონ ჩხიკვაძეს 500 ლარი გადაეცემა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია