- მარტი 02, 2026
ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა საქართველო დატოვა
- მარტი 08, 2025
- , პოლიტიკა
ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა საქართველო დატოვა _ ამის შესახებ მან "შაბათის ფორმულაში" ისაუბრა. "იძულებული ვარ, დავტოვო საქართველო... [2 მარტს, გამთენიას] ქვეყნიდან წავალ და მოვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს... სხვა გამოსავალი ამ ხელისუფლებამ არ დამიტოვა... ერთ-ერთი ფაქტი იყო, როდესაც მე კეთილსინდისიერად, პატიოსნად, 2019 წელს, როდესაც შევიძინე სახლი, გარკვეული წლების შემდეგ დაიწყეს ამ სახლის გარკვეული ძიება, რომ აღმოეჩინათ ისეთი რამ რაც მათ მისცემდა საშუალებას, რომ ჩემს წინააღმდეგ დამდგარიყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა... ეს [დავის საგანი] არის ერთადერთი ხელწერილი და იურიდიული მომსახურების კონტრაქტი, სადაც თითქოსდა ხელმოწერა ძალდატანებით არის გაკეთებული თუ დაწოლით... ჩატარებულია ექსპერტიზა სამხარაულში, მანამდე იყვნენ ერთ-ერთ კერძო ექსპერტთან მისული. მე იმ ექსპერტისგან ვიცი, რომ მან უარი უთხრა, რაც მათ მოითხოვეს და ცნობილია, რომ მოითხოვეს ის, რა პასუხიც მიიღეს სამხარაულიდან. აქედან გამომდინარე, ზუსტად ეს არის ყველაზე დიდი "კოზირი" გამოძიებისთვის, რომ ამაში მაინც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ რაღაცა ნახეს, რომ მიშა რამიშვილმა თითქოს რაღაცა გააყალბა..." _ ამბობს მიხეილ რამიშვილი