ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

აფხაზეთის გმირს, სამტრედიელ მერაბ ბუაძეს ხვალ თბილისში ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ


აფხაზეთის გმირს, სამტრედიელ მერაბ ბუაძეს ხვალ თბილისში ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ

სამტრედიელ მერაბ ბუაძეს ხვალ, 16 ნოემბერს თბილისში, დიდი პატივით ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. 24- ე ბატალიონის წევრი, მერაბ ბუაძე 32 წლის იყო, როცა აფხაზეთის ომში, ტამიშის ფრონტზე გმირულად იბრძოდა და დღემდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. ძმის გენეტიკურმა დეენემმა დაადასტურა მერაბ ბუაძის იდენტობა. ამ საღამოს მერაბ ბუაძის ნეშტს თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ. ხოლო ხვალ ორ საათზე სამტრედიელ გმირს თბილისის ძმათა სასაფლაოზე მიუჩენენ სამუდამო განსასვენებელს. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია