- მარტი 02, 2026
ამაღლებისა და სამების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
- აპრილი 05, 2024
- , პოლიტიკა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ამაღლების ადმინისტრაციულ ერთეულში, ამაღლებისა და სამების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და ჯამურმა ღირებულებამ 337 883 ლარი შეადგინა. პროექტი გარდამავალი იყო: გასულ წელს ასფალტის საფარი დაიგო გზის 900-მეტრიან მონაკვეთზე, წელს კი რეაბილიტირდა 400-მეტრიანი მონაკვეთი. სამუშაოები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.