- მარტი 02, 2026
ამერიკელი მეცნიერები არყის სმას გვირჩევენ
- ივლისი 29, 2022
- , პოლიტიკა
„ამერიკულმა და შოტლანდიურმა ვისკიმ, შესაძლოა, გამოიწვიოს უფრო ძლიერი ნაბახუსევის სინდრომი, ვიდრე არაყმა“, – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკის შტატ როდ-აილენდის უნივერსიტეტის სწავლულები. ექსპერიმენტში 95 მოხალისე იღებდა მონაწილეობას. აღმოჩნდა რომ მათ, ვინც სიმინდის ვისკის სვამდა, გაცილებით მძიმე ნაბახუსევის ნიშნები აღმოაჩნდათ, – თავის ტკივილი, გულისრევა, წყურვილი, დაღლილობა, ვიდრე მათ, ვინც არაყს მოიხმარდა. მაგრამ, რაიმე საქმის გასაკეთებლად მობილიზების უნარი ორივე ჯგუფის წარმომადგენლებს თითქმის ერთნაირი ჰქონდათ. ამ ორიგინალურ ექსპერიმენტში მონაწილე „მოხალისეები“ და როდ-აილენდის უნივერსიტეტის სწავლულები, ნაბახუსევის სინდრომების ასეთ განსხვავებას იმით ხსნიან, რომ ვისკი შეიცავს გაცილებით მეტ გვერდით პროდუქტებს, როგორიცაა: აცეტონი, ძმრის ანჰიდრიდი და ტანინი, – ვიდრე არაყი. [simple-author-box]