ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერმა X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. "აშშ ევროკავშირთან ერთად წუხს "ქართული ოცნების გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ვგმობთ ქართველების წინააღმდეგ გამოყენებულ გადამეტებულ ძალას, რომლებიც ლეგიტიმურად აპროტესტებენ მათი კონსტიტუციის ამ ღალატს - ევროკავშირი საყრდენი ძალაა კრემლის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ შევაჩერეთ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა", - დაწერა მილერმა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია