- მარტი 02, 2026
ამინდი იცვლება – გვიან ღამემდე ძლიერ წვიმას და ქარს პროგნოზირებენ
- ივლისი 10, 2024
- , პოლიტიკა
"10 ივლისს, უახლოესი საათებიდან გვიან ღამემდე, დასავლეთ საქართველოს მთიან და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის დედაქალაქში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება",_ აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში. გავრცელებული ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).