ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ამირან ბუაძის „საჩუქარი“


ამირან ბუაძის „საჩუქარი“

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ავთო მიქაძე ერთ სახალისო შემთხვევას ხშირად იხსენებს: „მობილური ტელეფონები ახალი შემოსულია და, რა თქმა უნდა, მეც შევიძინე და ამირან ბუაძემაც (ყველაზე სწრაფი რომაა საქართველოში). შევხვდი ერთ „პახმელია“ დილით თეატრის ეზოში და ჩვენ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა: - ბიჯო, ამირან, სად იყავი გუშინ? საქეიფოდ ვიყავი და ვერაფრით შენს ნომერზე ვერ დავრეკე, გათიშული გაქვს ტელეფონი? - აბა, რა მოხდა? - მოიცა, შენ არაფერი იცი? – მომიბრუნა კითხვა. - რა იყო, სიდედრი ხომ არ მოგიკვდა? – შემეშინდა მე. - სიდედრის სიკვდილი ასე ადვილად არ ხდება. ვის აქვს მაგის ბედი! - აბა, რა მოხდა? - კაცო, გავიგე, რომ მობილური ტელეფონი თურმე სისხლს ათეთრებს, კიბოს აჩენს და კაცობას აკარგვინებს კაცებსო, არ გაიგია შენ მაგი? - მერე, გაყიდე? - რატომ უნდა გამეყიდა, ჩემს ბიჭს ვაჩუქე, რა ხანია, მეხვეწება!“



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია