- მარტი 02, 2026
ანა კალანდაძე კარიერას გალათასარაიში გააგრძელებს
- ივნისი 19, 2024
- , პოლიტიკა
ფრენბურთელმა ანა კალანდაძემ 3-წლიანი კარიერის შემდეგ პოლონური დოლინა ჟეშუვი დატოვა. ის კარიერას თურქულ ლიგაში გააგრძელებს. ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია გალათასარაის ქალთა ფრენბურთის გუნდმა გაავრცელა. "ჩვენმა კლუბმა 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა 1998 წელს დაბადებულ ქართველ ანა კალანდაძესთან",_ ნათქვამია გალათასარაის ქალთა ფრენბურთის გუნდის განცხადებაში. ცნობისთვის, კალანდაძე ბოლოს დოლინა ჟეშუვის ღირსებას იცავდა. მან დოლინასთან ერთად 3 წელიწადში 3 ტიტული მოიგო: პოლონეთის თასი ერთხელ და პოლონეთის სუპერთასი ორჯერ. ანა 2022-2023 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.