- მარტი 02, 2026
“ანასეულში, საარჩევნო უბნიდან ბიულეტენის გატანა სცადეს“
- ოქტომბერი 02, 2021
- , პოლიტიკა
"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანასეულში, საარჩევნო უბნიდან ბიულეტენის გატანა სცადეს. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ამბავია. როგორც ჩემთვის არის ცნობილი ბიულეტენის გამოტანის მცდელობა აღკვეთეს“, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს კახა ჩავლეშვილმა. მისივე თქმით, საარჩევნო უბნებთან არავინ იცავს 100 მეტრიან დისტანციას: “ისევ არიან ქაღალდებით კოორდინატორები და აკეთებენ თავიანთ საქმეს. არავინ არ აკონტროლებს დისტანციის საკითხს“, _ გვითხრა კახა ჩავლეშვილმა. ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბერდია ლომიძის თქმით, მსგავს ფაქტს ადგილი არ ქონია და არც საჩივარი არაა დაწერილი. [sexy_author_bio]