ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ანჯელინა ჯოლი ფრანგულ კინოზე ოცნებობს


ანჯელინა ჯოლი ფრანგულ კინოზე ოცნებობს

ცნობილ ამერიკელ მსახიობ ანჯელინა ჯოლის ფრანგული ფესვები აქვს. დედამისი ნახევრად ფრანკო-კანადელი გახლდათ. ანჯელინა ბავშვობიდან ფრანგულ ყაიდაზე იზრდებოდა და ამ ქვეყნის ენა შესანიშნავად შეისწავლა. რამდენიმე დღის წინ მსახიობმა გამოცემა “Focus”-ს ინტერვიუ მისცა და აღიარა, რომ რომელიმე ფრანგულ კინოსურათში გადაღებაზე ოცნებობს. “უახლოეს წლებში უთუოდ გავივლი სინჯებს რომელიმე ფრანგული ფილმისთვის. ბოლო დროს ევროპაში შესანიშნავ სურათებს იღებენ და მათში მონაწილეობით დაინტერესებული გახლავართ”, – განაცხადა ქალბატონმა ანჯელინამ. კითხვაზე დღემდე რატომ არ გიმუშავია საფრანგეთშიო, მსახიობმა ჟურნალის თანამშრომელს პირდაპირ უპასუხა: “იმიტომ რომ, ჯერ არავის შემოუთავაზებია!” [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია