ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

აქციის მონაწილეების მიმართ შსს-ს თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტს იძიებენ


აქციის მონაწილეების მიმართ შსს-ს თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტს იძიებენ

სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს: სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 3 მარტს, გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 2023 წლის 2 მარტს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების ბ.გ-ს და ნ.ნ-ს მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია