- მარტი 02, 2026
არასრულწლოვან შვილზე სექსუალური ძალადობისთვის 50 წლამდე მამაკაცი დააკავეს
- მაისი 20, 2025
- , პოლიტიკა
14 წლის შვილზე სექსუალური ძალადობისთვის 50 წლამდე მამაკაცი დააკავეს. შემთხვევა კახეთში მოხდა. ინფორმაციას knews.ge ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი შვილზე 1 წლის განმავლობაში ძალადობდა. მამაკაცს ბრალი უკვე წაუყენეს, დაზარალებული გოგონა კი, ოჯახიდან უკვე გამოყვანილია. მამაკაცი წარსულში ნასამართლევია, მის მიმართ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის და პირობითი სასჯელი იყო გამოყენებული.