ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

აშშ: მზად ვართ რუსეთის წინააღმდეგ გამოვიყენოთ სანქციები, როგორიც აქამდე არ გინახავთ


აშშ: მზად ვართ რუსეთის წინააღმდეგ გამოვიყენოთ სანქციები, როგორიც აქამდე არ გინახავთ

უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მზად ვართ რუსეთის წინააღმდეგ გამოვიყენოთ სანქციები, როგორიც თქვენ აქამდე არ გინახავთ“ - ამის შესახებ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ამერიკა უკრაინის გვერდით დგას. "ჩვენ ძალიან მკაფიოები ვართ, რომ რუსეთი არ უნდა შეიჭრას უკრაინაში და დაარღვიოს მისი სუვერენიტეტში, რომ ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ - და ჩვენ ვდგავართ ერთად - მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს მოკავშირეებთან ამ კუთხით და ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ გამოვიყენოთ სანქციები, როგორიც თქვენ აქამდე არ გინახავთ," - განაცხადა კამილა ჰარისმა. ჟურნალისტის კითხვაზე: იქნება თუ არა ეს ახალი სანქციები პირდაპირ პუტინის მიმართ? ვიცე-პრეზიდენტმა, უპასუხა: „მე არ ვაპირებ კონკრეტულ სანქციებზე საუბარს, მაგრამ ჩვენ რუსეთის პრეზიდენტთან პირდაპირი დიალოგი აქვთ და ამას ნათლად ვუხსნით.“ ცნობისთვის, აშშ-მა რუსეთს სანქციები 2021 წლის აპრილში უკვე დაწესებული აქსვ დაუწესა - შურისძიების მიზნით კიბერ შეჭრაზე, მათ შორის SolarWinds-ის კიბერჯაშუშობის კამპანიისა და მოსკოვის ჩარევისთვის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია