- მარტი 02, 2026
აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ USAID-ის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება დაბლოკა
- მარტი 19, 2025
- , პოლიტიკა
აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ USAID-ის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება დაბლოკა. ინფორმაციის CNN ავრცელებს. მაუწყებლის ინფორმაციით, სასამართლომ დაადგინა, რომ ქმედებები USAID-ის დახურვის შესახებ, სავარაუდოდ, არღვევს შეერთებული შტატების კონსტიტუციას. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს არ შეუძლია შეწყვიტოს USAID-ს კონტრაქტები ან გრანტები, გაათავისუფლოს ან დატოვოს შვებულებაში თანამშრომლები. სასამართლოს გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა თეთრი სახლი. როგორც თეთრი სახლის პრესპსიკერი, ანა კელი ამბობს, ისინი მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.