- მარტი 02, 2026
„ატირებული“ დოდო ჭიჭინაძე
- მაისი 19, 2024
- , პოლიტიკა
ცნობილი ქართველი მსახიობი დოდო ჭიჭინაძე ერთ ისტორიას არაერთხელ იხსენებდა. „როცა პატარა ვიყავი, ბებოს გვერდით მაძინებდნენ. სანამ ჩამეძინებოდა, წიგნს ვკითხულობდი ხოლმე. ერთხელ წიგნის კითხვის დროს ხმამაღლა ავღრიალდი. მამაჩემი შემოვარდა: - დოდო, რა მოგივიდა? - მკითხა. - მოკვდა, - ტირილით ვუპასუხე. გვერდით საწოლში ბებო იწვა. მამამ მას შეხედა, მერე გაოცებულმა მკითხა: ვინ მოკვდა? - კიუხელბეკერი. - მის ბიოგრაფიას ვკითხულობდი. - კიუხელბეკერი ერთი საუკუნის წინ მოკვდა, ახლა რა გატირებს? კიუხელბეკერს მოგცემ მე შენ! - გამიწყრა მამა, თან შვებით ამოისუნთქა“. [simple-author-box]